пятница, 22 апреля 2016 г.

G-Pried-ი და მათემატიკა მე-5ბ კლასში, პედაგოგი ჟუჟუნა თოდიძე

2016 წლის 22 აპრილს სკოლას ეწვია G-Pried-ის ტრენერი, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი იაგორ ბალანჩივაძე. სასკოლო ვიზიტის ფარგლებში მათემატიკაში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა მე-5ბ კლასში, პედაგოგმა ჟუჟუნა თოდიძემ. გაკვეთილის თემას წარმოადგენდა: სამკუთხედები. მათი კლასიფიკაცია. სამკუთხედის გვერდებისა და კუთხეების  თვისებები.                                                                


მიზანი: მოსწავლე უკეთ გაეცნოს სამკუთხედებს, განასხვაოს ისინი გვერდებისა და კუთხეების მიხედვით. მოახდინოს მათი გარკვეული ნიშნებით კლასიფიკაცია. შეძლოს სამკუთხედის გვერდებისა და კუთხეების თვისებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას. 
გაკვეთილს ჰქონდა სამფაზიანი სტრუქტურა.

I ფაზა - „ წინასწარ“
წინარე ცოდნა: კუთხეები, მათი კლასიფიკაცია, გაზომვა.
მასწავლებელმა მთელ კლასთან ინტერაქციით მოახდინა წინა მასალის ცოდნის გააქტიურება, რისთვისაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეები იმეორებდნენ კუთხეთა კლასიფიკაციას,  პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად მოახდინა საშინაო დავალებიდან თითოეული ამოცანის გარჩევა, რითაც შეძლო მოსწავლეთა გონების მომართვა ახალი პროგრამის ასათვისებლად.  




II ფაზა - „ განმავლობაში“

მოსწავლეებს გააცნო  გაკვეთილის თემა და მიზანი.
მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ საგაკვეთილო პროცესში. უპასუხეს კითხვებს: რა იცით სამკუთხედების შესახებ? როგორ სამკუთხედს ეწოდება ტოლფერდა, ტოლგვერდა, სხვადასხვაგვერდა? როგორია მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა სამკუთხედი?
პედაგოგმა გამოიყენა სხვადასხვა აქტივობები: ჯგუფებს დაურიგა სხვადასხვა სამკუთხედების ნაკრები. მოსწავლეებმა სათანადო ინსტრუქციით მოახდინეს  საჭირო გაზომვები და გამოთვლები. შეაჯამეს შედეგები და აღმოაჩინეს, რომ ნებისმიერი სამკუთხედის კუთხეთა ჯამი არის 1800. გაარჩიეს ამოცანები სახელმძღვანელოდან, ყურადღება გამახვილდა სამკუთხედის გვერდებს შორის დამოკიდებულებაზე. პედაგოგმა თვალსაჩინოების მხრივ, სლაიდის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენა ამოცანა, რომლის გარჩევის შემდეგ მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე,  რომ სამკუთხედში ყოველი გვერდი ნაკლებია დანარჩენი ორი გვერდის ჯამზე. ამ  დასკვნის სისწორე განამტკიცენ სხვადასხვა აქტივობებით.



III ფაზა - „შემდგომ“

ამ ფაზაში მოსწავლეებმა მოახდინეს მიღებული ცოდნის შეჯამება-რეფლექსია, ახალი მასალის განმტკიცება, მისი გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში.
პედაგოგმა მოსწავლეთა გამოცოცხლების მიზნით ჩაატარა-მათემატიკური თამაში -მოსწავლეები ითვლიდნენ ნატურალურ რიცხვებს ზრდის მიხედვით. ყოველი სამის ჯერადი რიცხვის ნაცვლად ასახელებდნენ რომელიმე სახის სამკუთხედს (ტოლფერდა, ტოლგვერდა, მართკუთხა). ამ თამაშმა მოსწავლეები გაახალისა და ახალი აქტივობისთვის დადებითად განაწყო.
  პედაგოგმა მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაურიგა მცირე „დიაგნოსტიკური“ ტესტი ახალი მასალის ათვისების დონის შესამოწმებლად. ტესტის შესრულების შემდეგ , შედეგების შეჯამების გათვალისწინებით მოსწავლეები გადაანაწილა დიფერენცირებულ ჯგუფებად: მაღალი, საშუალო და დაბალი დონის.



  მოსწავლეებმა იმუშავეს დონეების მიხედვით შედგენილ ამოცანებზე. მასწავლებელი აკვირდებოდა მათ მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდა მათ,  მუშაობისა და დაკვირვების  პროცესში ჩაერთო თავად სტუმარი, G-Pried-ის ტრენერი, იაგორ ბალანჩივაძე და სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი. მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები.




   გაკვეთილი მართლაც საინტერესოდ წარიმართა. გაკვეთილის მსვლელობისას პედაგოგი ახდენდა განმავითარებელ  შეფასებას. ასევე აწარმოებდა ინდივიდუალურ დაკვირვებას  მოსწავლეზე შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელსაც ინიშნავდა მონიტორინგის რვეულში. გაკვეთილის ბოლოს კი მოსწავლეთა ნაწილს მისცა განმსაზღვრელი შეფასება (ქულებით) - სათანადო კონკრეტული არგუმენტებითა და რჩევებით.




იხილეთ გაკვეთილის მსვლელობისას გადაღებული ფოტომასალა





Комментариев нет:

Отправить комментарий