среда, 9 марта 2016 г.

„მასწავლებელი კალამი"- პედაგოგი ლელა ჟოროლიანი მე-4 ბ კლასი


  მოსწავლეთა მეტყველებისა და წერის  დაბალი კულტურა მრავალგზის დადასტურებული ფაქტია.  მასწავლებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში იგი გადაულახავ სირთულედ არის ქცეული. თუმცა ამ სირთულის დასაძლევად ერთ-ერთი ძალზე ეფექტური  მეთოდიენობრივი პრაქტიკის მეთოდი, ე.წ. „მასწავლებელი კალამი".
  წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლებისას კარგია ერთობლივი წერა. ენობრივი პრაქტიკა გულისხმობს მოსწავლეთა მიერ შეთხზული ტექსტის თვალსაჩინოდ ჩაწერას და შემდეგ ამ ტექსტზე მუშაობას. ეს მეთოდი ითვალისწინებს ტექსტთან მრავალმხრივ მიბრუნებას და მრავალფეროვანი სავარჯიშოების დაგეგმვასა და შესრულებას. სწორედ, ამ მიზანს ემსახურებოდა მე-42კლასში პედაგოგ ლელა ჟორჟოლიანის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.



  მასწავლებელ ჰქონდა მომარაგებული რესურსები: ილუსტრაციიები, ფერადი ფანქრები, წებო, სტიკერები,  სხვადასხვა საჭირო მასალა - მათი გამოყენებიტ მოსწავლეებ ტექსტი უნდა შექმნათ, ჩაეწერათ მათივე ხელით გაკეთებულ წიგნში და გაეფორმებინათ.  
  მასწავლებელმა მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეების შექებას, წახალისებასა და მოტივაციის აღძვრა დიდი ყურადღება დაუთმო, რამაც პატარებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი ხალისითა და დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთვნენ მუშაობის პროცესში.


  თავად მეთოდი იმდენად  საინტერესო, რომ მოიცავს აზროვნების, მეტყველების, წერისა და კითხვის პროცესებს. ამასთანავე, მეთოდი ძალიან სახალისო გამოდგა მოსწავლეებისათვის. ისინი სიამოვნებით ჩაერთვნენ მუშაობის პროცესში. საინტერესო გამოვიდა  ნაფიქრსა და დაწერილს შორის კავშირის დამყარება, რაც  ტექსტის ძირითადი მახასიათებლების სწორი გააზრების შედეგია.
სწორედ, ეს პროცესი ეხმარებათ მოსწავლეებს წერა-კითხვის კონცეპტუალური საფუძვლების გაცნობიერებაში, კერძოდ, იმისა, რომ რასაც ფიქრობენ, შეიძლება გამოითქვას, რასაც ვამბობთ, შეიძლება დაიწეროს, რასაც ვწერთ, შეიძლება წავიკითხოთ, ანუ მე შემიძლია წავიკითხო ის, რაც დავწერე და აგრეთვე ისიც, რაც სხვამ დაწერა ჩემთვის წასაკითხად. 

გაკვეთილი იყო ძალიან ეფექტური, სახალისო, შინაარსიანი, მოსწავლეთა საჭიროებებზე გათვლილი. ასეთი გაკვეთილები ეხმარება მოსწავლეებს როგორც წერის, კითხვისა და აზროვნების განმტკიცებაში, აგრეთვე საკუთარი თვითრეალიზებასა და მოტივაციაში.  შერჩეული მეთოდი  მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა.









Комментариев нет:

Отправить комментарий