კითხვის დღესთან დაკავშირებით მე-22 კლასში პედაგოგმა ირმა ჩირგაძემ ჩაატარა სახალისო აქტივობა ,,ჩვენ ვკითხულობთ". ჯგუფებს წინასწარ ჰქონდათ დარიგებული ზღაპრები. ამ აქტივობაში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც. ჯგუფის წევრებმა იმუშავეს მშობლებთან ერთად, რათა უფრო მაღალ დონეზე წარმოედგინათ თავიანთი პრეზენტაციები. მათ ისაუბრეს ზღაპრის გმირებზე, იმსჯელეს სიკეთესა და ბოროტებაზე და გააცოცხლეს მათ მიერ შექმნილი თოჯინებით ზღაპრის გმირები.
ასეთი აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს, გამოიმუშაონ კონკრეტულ საკომუნიკაციო სიტუაციაში შესაბამისი ქცევის უნარი. იგი ხელს უწყობს, ერთი მხრივ, გამომეტყველებითი კითხვის, მეორე მხრივ, კრიტიკული მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებას (თანაკლასელების გამოსვლებზე დაკვირვებისა და შეფასების გზით). გარდა ამისა, აქტივობა ეფექტურია კრიტიკული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისითაც _ იგი ბიძგს აძლევს მოსწავლეებს, ღრმად გაიაზრონ ტექსტის შინაარსი.
აქტივობის მიზანია:
ü კრიტიკული აზროვნების/კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
ü გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
ü კრიტიკული მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსწავლეებმა
მშვენივრად გაიაზრეს თავიანთი ტესტები, გამომეტყველებითა და შესაბამისი ინტონაციის კითხულობდნენ მას.
მშობლებმა კმაყოფილება
გამოთქვეს ასეთ აქტივობებში მონაწილეობისათვის და აღნიშნეს, რომ მომავალში განსაკუთრებული აქტიურობით ჩაერთვებიან მსგავს აქტივობებში და გაითვალისწინებენ მასწავლებლების რეკომენდაციებს.
ასეთი აქტივობები ეხმარება მასწავლებელს დაახლოვდეს მშობლებთან, გააქტიუროს ისინი და დაინახოს რამდენად კარგად აითვისეს ბავშვებმა წაკითხული მასალა.
Комментариев нет:
Отправить комментарий