სკოლის პირველი დირექტორი ბატონი იაზი ჭურაძე
1983 წლიდან 1995 წლამდე სკოლას ხელმძღვანელობდა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, განათლებული, ერუდირებული და სამართლიანი პიროვნება იაზი ჭურაძე.
1969 წელს ქალაქ
ქუთაისის N1 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქალაქ ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე, ფიზიკის სპეციალობით.
1973 წელს დაასრულა აღნიშნული
უმაღლესი სასწავლებლის სრული კურსი და მიენიჭა ფიზიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა ქალაქის
ადმინისტრაციაში, იყო ქალაქ ქუთაისის N35 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე
სასწავლო აღმზრდელობით დარგში. 1983 წლის 1 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის N36 საშუალო სკოლამ ბატონი იაზის
ხელმძღვანელობით არსებობა დაიწყო.
მისი მუშაობის წლებში სკოლა ქალაქში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით, შემოქმედებითობით და ინოვაციების დანერგვით.
ქალაქ ქუთაისის N36 საშუალო სკოლას, ერთადერთს საქართველოში, ექსპერიმენტის
სახით მიეცა უფლება თავად ეწარმოებინა სკოლის საფინანსო-საბუღალტრო
საქმიანობა. ექსპერიმენტმა გაამართლა, რომელიც შემდგომში დაინერგა რესპუბლიკის განათლების სისტემაში, რაც დღემდე მოქმედებს.
იაზი ჭურაძე ყოველთვის ზრუნავდა სკოლის განვითარებისა და წინსვლისათვის. წარმატებულ მასწავლებლებს ახალისებდა პრემიებით, წარჩინებულ მოსწავლეებს
კი ენიშნებოდათ სტიპენდიები.
დღევანდელ დღეს კომპიუტერი უკვე არავის უკვირს. ის აღარ არის ფუფუნების საგანი. თითქმის ყველა სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული სისტემით, მაგრამ 25-30 წლის წინ ბატონი იაზი იყო ის პირველი დირექტორი, რომელმაც განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ჩვენს სკოლაში შრომის გაკვეთილების ნაცვლად კომპიუტერული სწავლება შემოიღო.
ამჟამად ბატონი იაზი ოჯახთან ერთად იმყოფება ევროპაში.დღევანდელ დღეს კომპიუტერი უკვე არავის უკვირს. ის აღარ არის ფუფუნების საგანი. თითქმის ყველა სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული სისტემით, მაგრამ 25-30 წლის წინ ბატონი იაზი იყო ის პირველი დირექტორი, რომელმაც განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ჩვენს სკოლაში შრომის გაკვეთილების ნაცვლად კომპიუტერული სწავლება შემოიღო.
იგი ხელს
უწობდა
საეთო ღირებულებების, რწმენის
გრძნობების განვითარებას მოსწავლეებში და პედაგოგებში,
თანამშრომელთა
შეთანხმებულ მოქმედებას, ასევე იმას გააზრებას, თუ
რა არის მათი
მიზანი და როგორი უნდა
იყოს მათი სკოლა.
ბატონი იაზი კოლექტივში ხასიათდებოდა
სამართლიანობით, პრინციპულობით, გულისხმიერებით. იგი
მუდამ პატივს სცემდა ნიჭსა და კრეატიულ აზროვნებას.სკოლის მეორე დირექტორი ქალბატონი რუსუდან ჭეიშვილი
1969-1973 წწ. დაამთავრა ქალაქ ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
1975 წლიდან პედაგოგიურ მუშაობას შეუდგა ქალაქ ქუთაისის N30 საშუალო სკოლაში, ქართული ენისა
და ლიტერატურის
მასწავლებლად;
1986-1994 წლებში ქალაქ ქუთაისის N36 საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ სასწავლო აღმზრდელობით მუშაობის დარგში.
1994 წლიდან 2007 წლის აგვისტომდე იყო ამავე სკოლის დირექტორი.
ქალბატონი რუსუდანის დირექტორად მუშაობის პერიოდში, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და ნაყოფიერების
გასაზრდელად, მოსწავლეთა და მასწავლებელთა
ცოდნისა და უნარ-ჩვევების მაღალი ხარისხის მისაღწევად, ნერგავდა სიახლეებს, როგორც სწავლების შინაარსში, ისე მის ორგანიზებაში, ხელს უწყობდა კონსტრუქციული, სტრუქტურული, კეთილგანწყობილი, ჯანსაღი, უსაფრთხო გარემოსა და საქმიანი გუნდის შექმნას. ნერგავდა სწავლების ახალ მეთოდებს, თეორიებს და ტექნოლოგიებს. ეფექტურად და წარმატებულად
თანამშრომლობდა საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებში. მისი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა მორალური მხარდაჭერა პედაგოგთა ორიგინალურ საქმიანობას, ნიჭიერებას, ინიციატივას, გონივრულ რისკს, სხვადასხვა აქტივობების გამოვლენას.
სწორედ, ამიტომ მან მიაღწია მაღალი კვალიფიკაციის გუნდის შექმნა, რაც დადებითად აისახა სკოლის იმიჯზე. მისი მმართველობის
პერიოდში სკოლამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
რუსუდან ჭეიშვილის მუშაობის ხანგრძლივი და ნაყოფიერი პერიოდი ღირსეულად დაფასდა მაშინდელი მთავრობის მიერ. იგი სხვადასხვა დროს დაჯილდოებული
იქნა უამრავი მედლითა და საპატიო სიგელით, მათ შორის:
1. 1980-1981წ. ქალაქის წლის საუკეთესო მასწავლებელი;
2. 1982-1983წ. ქალაქის წლის საუკეთესო კლასის ხელმძღვანელი.
3. სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანით დაჯილდოვდა 1984 წელს საქართველოს
სსრ განათლების სამინისტროს მიერ.
4. მადლობა აქვს მიღებული ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მდგომარეობის შესწავლისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის – ქალაქ ქუთაისის სახალხო განათლების საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით 1989წელს.
5. საპატიო სიგელით დაჯილდოვდა სკოლის საუკეთესო ორგანიზებისათვის-საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტემენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს ქუთაისის საქალაქო განყოფილების მიერ 1998წელს.
6. 2002 წელს ყოველთა ძლიერთა პატივგების სიგელით-მესამე ათასწლეულის პირველ წელს პედაგოგიურ საქმიანობაში წარმატებისათვის.
7. მადლობის სიგელი 2008-2009 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისათვის.
ამჟამად ქალბატონი რუსუდანი წარმატებით ხელმძღვანელობს ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლას.
ამჟამად ქალბატონი რუსუდანი წარმატებით ხელმძღვანელობს ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლას.
სკოლის მესამე დირექტორი ბატონი თენგიზ თაბუკაშვილი
ბატონი თენგიზ თაბუკაშვილი დაიბადა 1957 წლის 10 აპრილს მოსამსახურის ოჯახში. 1964-1974 წლებში სწავლობდა
ქალაქ
ქუთაისის N7 საშუალო
სკოლაში. 1974 წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები ქალაქ ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1984-1993 წლებში მუშაობდა
ქ.ქუთაისის N15 საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად (რუსულ სექტორზე). 1998 წლის მარტიდან
1 წელი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კოლეჯის ქუთაისის ფილიალში, ხოლო იმავე წლის სექტემბრიდან 2007 წლის ნოემბრამდე ისევ ქ.ქუთაისის N15 საჯარო
სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, ამჯერად ქართულ სექტორზე.
2007 წლიდან დღემდე მუშაობს სსიპ
ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო
სკოლის დირექტორად.
საფუძვლიანად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, კომპიუტერულ პროგრამებს. გავლილი აქვს სხვადასხვა კურსები და ტრენინგები.
დაინტერესებულია — ლიტერატურით, ისტორია-გეოგრაფიული და პოლიტიკურ-ეკონომიკური მეცნიერებებით, პოეზიით, სპორტით...
თენგიზ თაბუკაშვილის
სკოლაში მოსვლის დღიდანვე სკოლის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სწავლასა და
ცოდნაზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემო, მოსწავლეებში ნიჭისა და შემოქმედებითობის ხელშეწყობა და განვითარება, მოსწავლეების პატრიოტ და ღირსეულ მოქალაქეობად ჩამოყალიბება, გლობალიზაციის პროცესში ღირსეული და აქტიური ინტეგრიტებისათვის შესაბამისი
თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლება და საჭირო უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება.
ამ დირექტორების წარმატების შესახებ ბევრი მსმენია ჩემი მშობლებისგან./რეზო კვანტალიანი მე-5 კლასი/
ОтветитьУдалить