среда, 8 июня 2016 г.

მე მიყვარს საქართველო

      ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5ა კლასში ისტორიის პედაგოგის ინეზა კაციტაძის მიერ ჩატარდა გაკვეთილი-კონკურსი თემაზე: „მე მიყვარს საქართველო“, რომლის ერთ-ერთი უპირველესი  მიზანი იყო საქართველოს ისტორიის შესწავლილი მასალი გამეორება,  ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და სიყვარული. მოსწავლეთა შეფასებ ახორციელებდა ჟიური შემადგენლობით: სკოლის დირექტორის მოადგილე-ლელა გრძელიშვილი, ისტორიის პედაგოგები: კონსტანტინე გაბუნია და თეონა კამლაძე.


გაკვეთილი იყო  შემაჯამებელი შედეგზე ორიენტირებული ხასიათის. აქ მოხდა წლის მაძილზე შესწავლილი მასალის შეჯამება. მუშაობა ჩატარდა ჯგუფებთან. კლასი დაიყო 4 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში გაერთიანებული იყო 6 მოსწავლე. ჯგუფებად დაყოფა მოხდა წინასწარ მეგობრული დამოკიდებულების გათველისწინებით. მოსწავლეებმა თავიანთი სურვილით აირჩიეს ჯგუფის წევრები.
აქტივობები იყო ძალიან საინტერესო: პირველ  ტურში ფურცელზე დაწერილი ციფრების მიხედვით გაირკვა რომელ გუნდს რა კითხვაზე მოუწევდათ პასუხის გაცემა, საინტესესოდ მიმდინარეობდა მსჯელობა. მოსწავლეებმა გამოავლინეს გუნდრი  მუშაობის, ერთმანეთის სიყვარულისა და პატივისცემის უნარი.



მეორე დავალებაში მოსწავლეებს მოუწიათ  ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება. ჟიურის მიერ შეფასებები თანაბრად გადანაწილდა .
გუნდის კაპიტანთა შეჯიბრი  კონკურსის  დამაგვირგვინებელი პაექრობაა, კაპიტნებ შეეძლოთ  არსებითად შეცვალათ  კონკურსის  საბოლოო სურათი. ამ ტურში მათ  მათ 1 წუთის განმავლობაში უნდა გაეცათ  რაც შეიძლება მეტ კითხვაზე სწორი პასუხი. ეს ეტაპი საინტერესო და აზარტული გამოდგა, რადგან მხოლოდ ამ ტურის მეშვეობით გამოვლინდებოდა გამარჯვებული გუნდი. საუცხოო მაგალითი აჩვენა მე-3 ჯგუფის კაპიტანმა მართა მუშკუდიანმა. იგი დამსახურებულად გახდა საუკეთესო კაპიტნის ტიტულის მფლობელი. გამოვლინდა საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მონაწილეები. მოსწავლეებმა გამოავლინეს საგნის ცოდნა,  საქართველოს ისტორიის სიყვარული, რაც უდაოდ მათი პედაგოგის ინეზა კაციტაძის დამსახურებაა.      

четверг, 2 июня 2016 г.

მათემატიკის გაკვეთილი მე-5 ა კლასში პედაგოგი ჟუჟუნა თოდიძე

    სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში   გრძელდება G-PRIED-ის პროექტის 
ფარგლებში ჩაატარებული  გაკვეთილების მასწავლებლის საქმიანობაზე დაკვირვებისა და შესაბამისი მონაცემების შეგროვების პროცესი31 მაისს მე-5 ა კლასში მათემატიკის პედაგოგის ჟუჟუნა თოდიძის მიერ ჩატარდა კიდევ ერთი საინტერესო გაკვეთილი, თემაზე:   სიგრძის საზომი ერთეულები. კავშირი მათ შორის.
     მიზანი: მოსწავლემ გაიხსენოს სიგრძის საზომი ერთეულები. კავშირი მათ შორის. გამოიყენოს ეს კავშირები ამოცანების ამოხსნისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებისას. განივითაროს სხვადასხვა ობიექტის გასაზომად სიგრძის ხელსაყრელი ერთეულის შერჩევის უნარი. ობიექტის ზომის შეფასებისა და თავისი ვარაუდის ხელსაწყოებით  შემოწმების უნარი. მოსწავლეს უნდა შეეძლოს თითების ან ხელების დახმარებით სხვებს წარმოდგენა შეუქმნას სანტიმეტრზე , მეტრზე , დეციმეტრზე.



    გამოყენებული იყო შემდეგი რესურსები:   მოსწავლის სახელმძღვანელო , რვეულები , საწერი კალამი , დაფა , ცარცი , სახაზავი , თვალსაჩინოება , მათემატიკური ბარათები.

გაკვეთილი წარიმართა სამფაზიანი მოდელის გამოყენებით . 
        I ფაზა - ‘’წინასწარ’’
წინარე ცოდნა: წარმოდგენა სხვადასხვა სიდიდეებზე , მათ გაზომვებზე. სიგრძის საზომი ერთეულების გახსენება.
    მთელ კლასთან ინტერაქციით მოხდა წინა მასალის ცოდნის გააქტიურება , რისთვისაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეები იმეორებდნენ სიგრძის საზომ ერთეულებს , დამოკიდებულებას დიდ და მცირე სიდიდეებს შორის და პირიქით. პარალელურად საშინაო დავალების თითოეული ამოცანის გარჩევით მოსწავლეების გონება მოემზადა ახალი ცოდნის მისაღებად.




      II ფაზა  - ‘’განმავლობაში’’
     მოსწავლეებს ეცნობა გაკვეთილის თემა , მიზანი.
მოსწავლეებმა  ამომწურავად გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს: რა ერთეულებში გაზომავ შენი მერხის სიგრძეს ? - რომელია უფრო მოსახერხებელი შენთვის ?
რა ერთეულებში გაზომავ მანძილს ქუთაისიდან ზესტაფონამდე ? თბილისამდე ? - როგორ შეასრულებ გაზომვას ? 

    პედაგოგს გამოყენებული ჰქონდა სხვადასხვა აქტოვობები, რომლის მეშვეობით მოსწავლეემა მოახდინეს სხვადასხვა ნივთების გაზომვა. გაივითარეს ცოდნა გაზომვისას სხვადასხვა საზომი ერთეულების გამოყენებით.



     III ფაზა - ‘’შემდგომ’’

   ამ ფაზაში მოხდა მოსწავლეების მიღებული ცოდნის შეჯამება-რეფლექსია, ახალი მასალის განმტკიცება. მისი გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში.
მათ ინდივიდუალურად დაურიგდათ  მცირე ‘’დიაგნოსტიკური’’ ტესტები ახალი მასალის ათვისების დონის შესამოწმებლად. ტესტის შედეგების შეჯამების გათვალისწინებით შეიქმნა მოსწავლეთა დიფერენცირებული ჯგუფები (მაღალი , საშუალო და დაბალი დონის)




მოსწავლეები მუშაობდნენ დონეების მიხედვით შედგენილ ამოცანებზე. მასწავლებელი აკვირდებოდა მათ მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდა მათ. 






მუშაობის სემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს  პრეზენტაციები - მასწავლებლის სათანადო კომენტარებით, რომლის შემდეგაც  მოხდა გაკვეთილის შეჯამება. გამოიკვეთა ძლიერი მხარეები. ასევე საჭიროებები , რომელიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი გაკვეთილების დაგეგმვისას. 



 

     მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას ახდენდა განმავითარებელ შეფასებას ასევე აწარმოებდა ინდივიდუალურ დაკვირვებას რამდენიმე მოსწავლეზე შეფასების რუბრიკის მიხედვით , რომელსაც ინიშნავდა მონიტორინგის რვეულში. გაკვეთილის ბოლოს კი მოსწავლეთა ნაწილს მისცა განმსაზღვრელი შეფასება  (ქულებით) - სათანადო კონკრეტული არგუმენტებითა და რჩევებით.
გაკვეთილი იყო საინტერესო, შინაარსიანი და შედეგიანი.



იხილეთ გაკვეთილის მსვლელობისას გადაღებული ფოტომასალა