суббота, 28 мая 2016 г.

„ბოლო ზარი“

20 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისთვისბოლო ზარიდაირეკა. სპეციალურად ამ დღისთვის, სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს მინი იუმორისტული სკეჩები, „ფლეშმობი“, გაიხსენეს სკოლაში გატარებული დრო, სახალისო ამბები, იმხიარულეს სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოებით... 
ჩვენი მოსწავლეებისათვის დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპი და დაიწყო შემდეგი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ საფეხურზე დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.


G-PRIED მე-5ა კლასი პედაგოგი რუსუდან კუბლაშვილი

     სკოლის დირექტორის მიერ  გრძელდება G-PRIED-ის ფარგლებში მასწავლებლის საქმიანობაზე დაკვირვებისა და შესაბამისი მონაცემების შეგროვების პროცესი. 27 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ქართული ენასა და ლიტერატურის პედაგოგის, რუსუდან კუბლაშვილის მიერ  ჩატარდა გაკვეთილი მე-5 კლასში, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი.

გაკვეთილის თემა: "ადამიანი და ბუნება" რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ბიჭი მალხაზის“ მიხედვით.


გაკვეთილის მიზანი:
  •  დამოუკიდებლად წაკითხული ტექსტის გააზრება და შინაარსის გადმოცემა
  •  ტექსტში ძირითადი საკითხის გამოკვეთა
  •   საკუთარი აზრის დასაბუთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება
  •  ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნების გაკეთება
  •  სახელთა კლასიფიკაცია



   მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე,ათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე,  დაასახელეს ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილები, შეაფასეს და თავიანთი მოსაზრებები ჩამოაყალიბეს გმირის საქციელზე, პერსონაჟის მოქმედებას დაუკავშირეს პირად ცხოვრებისეულ გამოცდილება და გაისხენეს მსგავს სიტუაციები. თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო  გამართულ დისკუსიაში, გამოხატეს  საკუთარ ემოციები და განცდები.  



გაკვეთილზე პედაგოგის მიერ გამოყენებული ბარათები იყო ძალიან ეფექტური, რამაც მოსწავლეებს ფიქრისა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების სტიმული მისცა,
უფრო გააქტიურა და მოტივირებული გახადა ისინი.  


     წერილობითი დავალებების შესრულებას მოსწავლეები დიდი ინტერესით  შეუდგნენ. გამოავლინეს შემეცნებითი შესაძლებლობები,  კრიტიკული აზროვნებ და 
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

четверг, 5 мая 2016 г.

ღონისძიებები

გაზაფხული ჩვენს სკოლაში - IVა კლასი, დამრიგებელი - რუსუდან ვარდოსანიძე


21 აპრილს ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში გაზაფხულის შემობრძანებისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. ეს იყო საოცარი სანახაობა, რომელიც მოაწყო IVკლასმა, შემოქმედნი კი გახლდნენ: კლასის დამრიგებელი - რუსუდან ვარდოსანიძე, მუსიკის პედაგოგი- ქეთევან გუბელაძე და ცეკვის პედაგოგი-დავით გელაშვილი.



საზეიმო განწყობის შესაქმნელად სცენისათვის თვალის შევლებაც კი კმაროდა.თვითნაკეთი დეკორაციებით მორთული, მწვანე სუროსა და მინდვრის ყვავილებში ჩაფლული სცენა შუაგულ ტყეში გაგრძნობინებდა თავს. გაზაფხულის სურნელიც კი ტრიალებდა დარბაზში. ნამდვილმა გაზაფხულის სითბომ და სინაზემ შემოაბიჯა დარბაზში.



სცენა და მაყურებლის ყურადღება ერთბაშად დაიპყრეს გალანტური ჭაბუკებისა და დახვეწილი გოგონების წყვილებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაგვახსენეს, რარიგ ლამაზია და განსაკუთრებული გაზაფხული, როგორ გმუხტავს სიცოცხლის ენერგიით და განგაწყობს სიყვარულისთვის.

.


ცოტა ხანში კი გოგო-ბიჭები კუდმაკრატელა მერცხლებად და ჭრელა-ჭრულა ყვავილებად გარდაიქმნენ და ქონდრის ჭალაში გამართულ მეჯლისზე მიგვიწვიეს. აქ კი ერთმანეთს ცვლიდა ლექსი და სიმღერა , ეროვნული და უცხოური ცეკვა, იყო ნაღვლიანი „ჩიტი-ჩიორა“ და ხალისიანი „ოქროს სხივებიც“, ნატიფი „სამაიაც“ და ენერგიული „მტიულური“ თუ „ჯაივიც“, იყო ნაზი იის სიმორცხვეც და ეშხიანი ყაყაჩოს გამომწვევი კეკლუცობაც. გამუდმებით ტრიალებდა იდუმალი ოჩოპინდრეს კომბალი...





 რაც მთავარია, იყო გადამდები მხიარულება და ლამაზი ქართული სიტყვის ნამდვილი ზეიმი, მეტყველი და დასამახსოვრებელი საღამო.