суббота, 26 марта 2016 г.

დიდი სითბოს, სიყვარულისა და მხარდაჭერის ზეიმი განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში "თაირისი"


განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "თაირისი" არასამეწარმეო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის  მიზნია:კულტურულ-საგანმანათლებლო, ინდივიდუალური განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ პირთათვის, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ზრდისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხალშეწყობა, მშობელთა თემის ჩართულობა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა-პოპულარიზაცი, შშმ პირთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა, ჰუმანიტარული აქციების განხორციელება და სხვა. ის აკეთებს კეთილ საქმეს  სხვადასხვ სამიზნე ჯგუფისათვის.
დაუნის სინდრომის კვირეულის ფარგლებში განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "თაირისი"- შშმ ბავშვთა დღის ცენტრს სსიპ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ია კაშიასა და ინკლუზიური განათლების სპეც-პედაგოგის ირმა კოჭბიანის ინიციატივით ამავე სკოლის უფროსკლასელები სტუმრობდნენ




სტუმრები გაეცვნენ ორგანიზაციის საქმიანობას, ბავშვებს საჩუქრად საკანცელარიო და, განმავითარებელი ნივთები, ტკბილეული ართვეს და ერთობლივი სახალისო აქტივობები მოაწყვეს. მოსწავლეებმა მხიარული, თბილი გარემო შექმნეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ პატარებთან ურთიერთობა და ბედნიერები არიან იმით, რომ კიდევ ერთი დღე გაულამაზე მათ .




იხილეთ სრული ფოტომასალა 

ეს არის ფოტოები, სადაც ნათლლად ჩანს - ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა!



,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"-ის პრიზიორები



 საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრებები ტარდება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს შორის. ოლიმპიადა ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს,საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით. 
   დღეს, 26 მარტს ქალქ ქუთაისის სპორტის სასახლეში ფეხბურთისა და კალათბურთის ფინალური მატჩებით დასრულდა ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"-ის საქალაქო ეტაპის გათამაშებები. ოლმპიადამ სტარტი გასული წლის 14 ნოემბერს აიღო და მასში ქალაქ ქუთაისის 40 სკოლის 1600-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებები სპორტის 7 სახეობაში გაიმართა:

1.მინი-ფეხბურთი, 
2.კალათბურთი (ვაჟები, გოგონები),
3.ფრენბურთი(ვაჟები,გოგონები),
4.ხელბურთი(ვაჟები,გოგონები) 
5.მაგიდის ჩოგბურთი(ვაჟები,გოგონები),
6.კროსი(ვაჟები,გოგონები),
7.ბადმინტონი(ვაჟები,გოგონები).

    კალათბურთელ გოგონათა შორის ჩვენმა სკოლამ მე-2 ადგილი დაიკავა, გამარჯვება კი წილად ხვდა 41-ე საჯარო სკოლის გუნდს, ანგარიშით 8-7, ხოლო ვაჟ ფეხბურთელთა შორის სკოლა მე-3 ადგილს დასჯერდა. 







   ფინალური მატჩების შემდგომ ყველა სახეობაში გამარჯვებული და პრიზიორი მოსწავლეების დაჯილდოვება გაიმართა. გამარჯვებულები სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს. ოლიმპიადის ყოველწლიურ ორგანიზებას ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილება ახორციელებს. 

კალათბურთში(გოგონათა შორის) ადგილები ასე გადანაწილდა :

1. 41-ე საჯარო სკოლა
2. 36-ე საჯარო სკოლა
3. 23-ე საჯარო სკოლა
ფეხბურთში:

1. 40-ე საჯარო სკოლა
2. 33-ე საჯარო სკოლა
3. 36-ე საჯარო სკოლა

სრული ინფორმაცია იხილეთ:

მე-3ა კლასი ქართულ ენა და ლიტერეტურა-პედაგოგი ლალი ნიქაბაძე-ფხაკაძე


    პედაგოგმა ლალი ნიქაბაძე-ფხაკაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-31 კლასში ქართულ ენასა და ლიტერეტურაში. გაკვეთილის თემა იყო ეზოპეს ,,კურდღელი და კუ". ღია გაკვეთილი ჩატარდა პროექტ ,,G-Pried"-ის ფარგლებში. გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა კითხვის სხვადასხვა მეთოდი-როლური და წყვილებში კითხვა. მასწავლებელმა გამოიყენა სხვადასხვა სახალისო აქტივობები.
     

   გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების, მსჯელობის უნარის განვითარება, დაკვირვება და დაფიქრება ადამიანის უარყოფით თვისებებზე, ავტორის სათქმელის ამოცნობა, ძირეული სიტყვიდან ახალი სიტყვების წარმოება, ანტონიმებზე დაკვირვება.
     პედაგოგის მიერ შეთავაზებული აქტოვობებით მოსწავლეებს განუვითარდებათ
ტექსტის გაგება-გააზრების, მიღებული ინფორმაციის არსებულთან შეჯერების, მთავარის და მეორეხარისხივანის გამიჯვნის, აზრის მოკლედ ჩამოყალიბების, ვარაუდების გამოთქმის და დასკვნების გამოტანის უნარები.

 

    მოსწავლეები ხალისით ასრულლებდნენ მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებებს, ისინი დამოუკიდებლად კითხულობენ, გამოთქვამენ დამოკიდებულებებს თითოეული მეგობრის მიერ ჩადენილ ქმედებებზე, ამოიცნობენ და მსჯელობენ იგავის მთავარ სათქმელზე.



   გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა კიდევ ერთხელ შეასხენა მოსწავლეებს, რომ თითოეული ადამიანის გული სიკეთით უნდა იყოს ანთებული, რადან "სიკეთე მზის შუქსა ჰგავს, ანათებს და ათბობს".


пятница, 25 марта 2016 г.

მე- 3ბ კლასი ქართულ ენასა და ლიტერეტურა-პედაგოგი მარინა ტვილდიანი


     პედაგოგმა მარინა ტვილდიანმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მე- 32  კლასში ქართულ ენასა და ლიტერეტურაში. გაკვეთილის თემა იყო აკობ გოგებაშვილის ,,თამარ მეფე".


ღია გაკვეთილი ჩატარდა პროექტ ,,G-Pried"-ის ფარგლებში. გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა კითხვის სხვადასხვა მეთოდი, მოსწავლეებმა იმუშავეს სქემის შევსებაზე ,,რა ვიცი? რა გავიგე? რა გვაინტერესებს?", გამოყენებული იყო ჯგუფური მუშობა, საიდანაც კარგად გაირკვა რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები საქართველოს მეფეების შესახებ. შესწავლილი მოთხრობების მიხედვით გაისხენეს და ისაუბრეს დავით აღმაშენებლი და  ერეკლე მეფე.



    გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა მიზანი რომელიც ისახავდა  თამარ მეფის შესახებ მარტივი საგანმანათლებლო
ინფორმაციის მიწოდება და ეჯამებას მშვენივრად იყო მიღწეული. მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა თამარ მეფის მეფობის წლებზე, თამარისდროინდელ ძლიერ საქართველოსზე, მის ღირსებებზე, ჩამომავლობაზე, მიღწევებზე...


აქტივობები, რომლებიც გამოყენებული იყო გაკვეთილზე ხელს უწყობს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების უნარი, გამოუმუშავდეთ  დამოუკიდებელი გააზრებისათვის უნარჩვევები.



მოსწავლეები დიდი ინტესესით უსმენდნენ  თამარ მეფის ალბომის პრეზენტაციას.