пятница, 18 декабря 2015 г.

პროექტი იყო ,,My farm"


პროექტი იყო ,,My farm" 

კიდევ ერთი საინტერესო პროექტი წარმოგვიდგინა დღეს მე-4კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში,პედაგოგი ირმა ლომიძე. პროექტის თემა იყო ,,My farm". მოსწავლეებმა: მარიამ ქოჩიაშვილმა,მარიამ სირბილაძემ, კესარია კონცელიძემ, ნანუკა მანაგაძემ, ანი ახვლედიანმა, ლიზი შაშიაშვილმა და ნინო გურგენაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს , რომ ბავშვის ფანტაზიას საზღვარი არა აქვს . 







შექმენი ნარჩენებისგან საახალწლო ნაძვის ხე

შექმენი ნარჩენებისგან საახალწლო ნაძვის ხე

 ქალაქ  ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში გამოცხადებული იყო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის – ,,შექმენი ნარჩენებისგან საახალწლო ნაძვის ხე“. კონკურსის მიზანი იყო, ტყეებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება.მოსწავლეებს უნდა დაამზადებინათ ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, მაგალითად, მაკულატურა, პოლიეთილენი, მეტალი, ბიჟუტერია, ქსოვილი და სხვა ისე, რომ არ გამოეყენებინათ ნედლი ხე ან მისი ტოტები. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული კონკურსის მიმართ. 4 დეკემბერს ჩატარდა კონკურსი, რომელზეც 105 ნაძვის ხე იყო წარმოდგენილი. ბავშვების ფანტაზიას საზგვარი არ აქვს. საოცრად საინტერესო და კრეატიული ნაძვის ხეები შემოგვთავაზეს კონკურსის მონაწილეებმა. დიდი ჟრიამული გამოიწვია სკოლის პირველ სართულზე გამართულმა გამოფენამ,რომელიც დღესაც გრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დათვალიერება.